როგორ დავაკავშიროთ Apple Music სხვადასხვა მოწყობილობაზე

სინქრონიზაციის პრობლემების მოგვარება
Apple Music დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც მხოლოდ Apple-ის ეკოსისტემით არ შემოიფარგლება. სერვისი ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის, Windows-ის კომპიუტერებზე და სხვადასხვა Smart TV-ებზეც კი. თუმცა, ახალ მოწყობილობაზე შესვლისას ხშირად ვხვდებით პრობლემას, როდესაც ჩვენი მუსიკალური კოლექცია ავტომატურად არ ჩანს. საბედნიეროდ, ამის გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელი.
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ყველა მოწყობილობაზე ერთი და იგივე Apple Account-ით ხართ შესული. ხშირად სინქრონიზაციის არარსებობის მიზეზი სწორედ სხვადასხვა ანგარიშის გამოყენებაა. ამის შესამოწმებლად Apple Music-ის აპლიკაციაში გადადით Home ჩანართზე და დააჭირეთ თქვენს პროფილის ფოტოს. თუ მეილი არ ემთხვევა, გამოდით ანგარიშიდან და შემოხვიდეთ თქვენი ძირითადი Apple Account-ით.
Sync Library-ის ჩართვა სხვადასხვა პლატფორმაზე
თუ ანგარიშები სწორად არის დაყენებული, შემდეგი ნაბიჯი არის Sync Library ფუნქციის გააქტიურება. iPhone-სა და iPad-ზე ეს პარამეტრი შეგიძლიათ იპოვოთ Settings-ში, Apps განყოფილებაში, სადაც უნდა აირჩიოთ Music აპლიკაცია და ჩართოთ Sync Library.

Mac-ის შემთხვევაში, გახსენით Music აპლიკაცია, ზედა მენიუში აირჩიეთ Music, შემდეგ გადადით Settings-ში და General ჩანართში მონიშნეთ Sync Library. Windows-ზე პროცესი მსგავსია, თუმცა პარამეტრებზე წვდომისთვის საჭიროა სამი წერტილის მენიუს გამოყენება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Android-ის აპლიკაციაში ეს ფუნქცია ავტომატურად არის გააქტიურებული და დამატებითი ცვლილებები არ სჭირდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ სინქრონიზაციისას
გახსოვდეთ, რომ პირველი სინქრონიზაცია, განსაკუთრებით დიდი ბიბლიოთეკის შემთხვევაში, შესაძლოა გარკვეულ დროს მოითხოვდეს. თუ ცვლილებები მაშინვე არ აისახა, აპლიკაცია ფონურ რეჟიმში დატოვეთ. Mac-სა და Windows-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ „Update Cloud Library“ ბრძანება, რომელიც აიძულებს აპლიკაციას, ხელით შეამოწმოს განახლებები ბიბლიოთეკაში.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ ინტერნეტ კავშირს. Wi-Fi-ზე ჩართული მოწყობილობები ბევრად უფრო სწრაფად ახდენენ სინქრონიზაციას. თავი აარიდეთ Low Power Mode-ის გამოყენებას სინქრონიზაციის პროცესში, რადგან ამ რეჟიმმა შესაძლოა შეზღუდოს მონაცემთა განახლება. თუ პრობლემა მაინც რჩება, სცადეთ Sync Library-ის გამორთვა და თავიდან ჩართვა, ან აპლიკაციიდან გამოსვლა და ხელახლა ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ Apple Music-ის აქტიური გამოწერა და იყენებთ მხოლოდ ადგილობრივ ფაილებს, მათი გადატანა სხვა კომპიუტერზე მხოლოდ ხელით, Apple Devices-ის ან iTunes-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.