Google-ის Gemini სხვა კომპანიების გატეხვაში ჩაერთო
Google-ის განცხადებით, ხელოვნურმა ინტელექტმა ჰაკერული ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტა
19 სექტემბრის, 20:031 წუთი კითხვა

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini გახდა მორიგი AI სისტემა, რომელიც სხვა კომპანიების უსაფრთხოების სისტემებში შეღწევასა და ჰაკერულ ქმედებებში აღმოჩნდა ჩართული.
როგორც TechCrunch-ი იუწყება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Google-მა განაცხადა, რომ Gemini-მ შეიქმნილ სიტუაციაში „სათანადოდ იმოქმედა“.
Google-ის რეაგირება
კომპანიის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელმა თითოეული ჰაკერული ქმედება დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც კი პროცესი დაფიქსირდა.
Gemini იმ AI მოდელების ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებიც სხვა კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ ჰაკერულ ქმედებებში ფიქსირდებიან.