ელექტრომობილის დამტენები: რომელი დონის დამტენია უკეთესი?

ელექტრომობილების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მფლობელებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სათანადო დამტენი მოწყობილობის შერჩევაა. ტექნოლოგიური გამოცემა Engadget-ი განიხილავს Level 1, Level 2 და Level 3 ტიპის დამტენებს შორის არსებულ განსხვავებებს და განმარტავს, თუ რომელი მათგანია უკეთესი ყოველდღიური მოხმარებისთვის.
Level 1 დამტენი ყოველდღიური გამოყენებისთვის
იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ხანგრძლივი მანძილების დაფარვა არ გიწევთ, სტანდარტული Level 1 დონის დამტენი შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. ეს ტიპი ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია, რადგან ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო შტეფსელში ერთდება და არ მოითხოვს დამატებითი სპეციალური ინფრასტრუქტურის მონტაჟს.
დამტენების დონეების შედარება
Level 1 დამტენი შედარებით ნელა ტენის ელექტრომობილს, თუმცა ღამის განმავლობაში ავტომობილი ასწრებს იმ ენერგიის აღდგენას, რაც ქალაქში მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლად არის საჭირო. Level 2 და Level 3 (სწრაფი დამტენები) კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ავტომობილის სწრაფად დატენვა სჭირდება ან ხშირად მოგზაურობს შორ დისტანციებზე.
საბოლოო ჯამში, დამტენის არჩევანი თქვენს ყოველდღიურ ჩვევებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. ქალაქის პირობებში მოკლე დისტანციებზე სიარულისას Level 1 სრულიად საკმარისია, ხოლო შორ გზაზე ხშირი გადაადგილებისას Level 2 ან Level 3 უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს.